შსს ე.წ. “კასრების საქმის” ვიდეომასალების გავრცელებაზე გამოძიებას აწარმოებს

news
ავტ.: news ოქტომბერი 18, 2015 11:01

შსს ე.წ. “კასრების საქმის” ვიდეომასალების გავრცელებაზე გამოძიებას აწარმოებს

მნიშვნელოვანი

  • ე.წ. "კასრების საქმის" ვიდეომასალების გავრცელებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიებას სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

სხვა სტატიები

ე.წ. “კასრების საქმის” ვიდეომასალების გავრცელებასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გამოძიებას სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 17 ოქტომბერს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მედიასაშუალებით გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია),”-აღნიშნულია განცხადებაში.

news
ავტ.: news ოქტომბერი 18, 2015 11:01

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


18,065
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics