შსს ახმეტის პოლიციის უფროსად ნარკოტიკებზე გასამართლებულის დანიშვნას ადასტურებს

შსს ახმეტის პოლიციის უფროსად ნარკოტიკებზე გასამართლებულის დანიშვნას ადასტურებს

შსს ახმეტის პოლიციის უფროსად ნარკოტიკებზე გასამართლებულის დანიშვნას ადასტურებსსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ შს ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსად ნარკოტიკების მოხმარებისთვის და ხულიგნობისთვის გასამართლებული ზურაბ უძილაური დაინიშნა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქამდე უარყოფდა ახმეტის პოლიციის უფროსად ზურაბ უძილაურის დანიშვნას. შსს–დან მინისტრის ბრძანება უძილაურის დაწინაურების შესახებ მას შემდეგ მოგვაწოდეს, რაც კახეთის საინფორმაციო ცენტრმა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა.

24 თებერვალს მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ზურაბ უძილაური, რომელიც „ქართული ოცნებიდან“ ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ნათესავია, შს მინისტრის 2014 წლის 3 ივლისის ბრძანებით დაინიშნა ახმეტის პოლიციის უფროსის მოადგილედ; შს მინისტრის 2014 წლის 22 დეკემბრის ბრძანებით დაევალა ამავე სამმართველოს უფროსის დროებით მოვალეობის შესრულება, რადგან პოლიციის უფროსი ზაქარია გურჩიანი გადაყვანილ იქნა იმერეთის, რაჭა – ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის ბრძანებით [N150545] ზურაბ უძილაური დაინიშნა შს ახმეტის რაიონული სამმართველოს უფროსად.

შს მინისტრის N150545 ბრძანებით დასტურდება, რომ ზურაბ უძილაური ახმეტის პოლიციის უფროსად მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ გადადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე დანიშნა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი წყაროს მტკიცებით, მინისტრმა უძილაურის დანიშვნის ბრძანებას გადადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე ხელი იმიტომ მოაწერა, რომ უძილაურს პოლიციის უფროსად დანიშვნაში ქრთამი ჰქონდა გადახდილი.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოაქვეყნა კიდეც წყაროს კონფიდენციალობის დაცვით მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. წყარო იტყობინებოდა, რომ „ქრთამი ქიზიყში წავიდა“. წყარო მიგვანიშნებდა, რომ პოლიციის უფროსად ზურაბ უძილაურის დანიშვნაზე პასუხისმგებლობას პრემიერ – მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი თამაზ თამაზაშვილი იღებდა. ამ საკითხზე კომენტირებისთვის, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, თამაზ თამაზაშვილთან დაკავშირება ვერ შეძლო.

ახმეტის სასამართლოში კახეთის საინფორმაციო ცენტრს დაუდასტურეს, რომ უძილაური სხვადასხვა დროს, ახმეტის სასამართლოს მიერ რამდენჯერმეა გასამართლებული – ნარკოტიკების მოხმარებისთვის და წვრილმანი ხულიგნობისთვის. უძილაური წლების განმავლობაში იყო აღრიცხული ნარკოტიკების მომხმარებელთა ბაზაში. ახმეტის მაჟორიტარი ზურაბ ზვიადაური მისი შვილის ნათლიაა.

შსს ახმეტის პოლიციის უფროსად ნარკოტიკებზე გასამართლებულის დანიშვნას ადასტურებს

შსს ახმეტის პოლიციის უფროსად ნარკოტიკებზე გასამართლებულის დანიშვნას ადასტურებს

 

წყარო:კახეთის საინფორმაციო ცენტრი