“შრომის ინსპექცია არ ნიშნავს, რომ მყისიერად სადამსჯელო რაზმები გაემართებიან საწარმოებში”

შრომის ინსპექციის არსი არ ნიშნავს, რომ მყისიერად სადამსჯელო რაზმები გაემართებიან საწარმოებში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
ამით მინისტრი კითხვას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც მთავრობა საუბრობს ინვესტორების წახალისებაზე, ბიზნესის ხელშეწყობაზე, მაგრამ ამავე დროს დაჩქარებული წესით იგეგმება შრომის ინსპექციის შექმნა, როცა ჯერ მოსამზადებელი პროგრამა უნდა ამოქმედებულიყო. როგორც სერგეენკომ განაცხადა, საზოგადოებას ზუსტი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს შრომის ინსპექციის არსზე.
“ეს არის მექანიზმი, რომელიც მყისიერად დღესვე არ ამოქმედდება და თავის თავში მოიცავს სწორედაც რომ წინამოსამზადებელ პერიოდს, ასევე შესაბამისი კადრების გადამზადებას. ამას თვეები სჭირდება. ასევე მოიცავს შესაბამის კანონმდებლობას, ცვლილებებს, ასე, რომ ეს არის დინამიური პროცესი, რომელიც უნდა დაგვეწყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მყისიერად სადამსჯელო რაზმები გაემართება საწარმოებში”, – აღნიშნა დავით სერგეენკომ.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე მთავრობას კანონდარღვევაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიანოდარ ხადური: “ქამრების შემოჭერის” პოლიტიკა საჯარო მოხელეების ხელფასების შემცირებას არ გულისხმობს