შპს “შემოქმედმშენის” და შპს “ჯორჯიან კომპანის” დირექტორები დააკავეს

finansta saministro

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შპს “შემოქმედმშენის” დირექტორი და შპს “ჯორჯიან კომპანიის” დირექტორი დააკავა. გია შილაკაძე და ვალერიანი კაკურია ყალბი დოკუმენტების დამზადება გამოყენებისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე აიყვანეს.

როგორც გამოძიებამ დაადგინა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „შემოქმედმშენი“, რომელთანაც 2014 წლის 11 ივნისს გაფორმდა ხელშერულება საბავშვო ბაღების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების თაობაზე. 2014 წლის 12 ივნისს კი აღნიშნული სამუშაოების შესრულება შპს „შემოქმედმშენმა“ თავისმხრივ დაუკვეთა შპს „ჯორჯიან კომპანის.“

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ექსპერტიზის დასკვნების მიხედვით, კომპანიების მიერ ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება გაცილებით ნაკლებია გამგეობისთვის წარდგენილ აქტებში ასახული სამუშაოების ღირებულებაზე. შესაბამისად, ბრალდებულებმა ამ გზით მიითვისეს სახელმწიფოს კუთვნილი, დიდი ოდენობით ფულადი სახსრები.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ტენდერის დროს კომპანიის გამოცდილების დასადასტურებლად, ბრალდებულებმა შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე ატვირთეს ყალბი ინფორმაცია, თითქოსდა 2012 წელს შესრულებული ჰქონდათ ანალოგიური ტიპის, 250 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოები.

სასჯელი ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9 წლამდე ვადით.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიდავით ნარმანია 12 ქვეყნის დამსაქმებელთა ასოციაციის ხელმძღვანელებს შეხვდა
შემდეგი სტატიაიაპონია საქართველოს „გრუზიას“ ნაცვლად „ჯორჯიათი“ მოიხსენიებს