შოთა მალაშხია: ივანიშვილი საზოგადოებას დაპირდა, რომ მესამე წელს ჯიბეზე იგრძნობდით და ასეც მოხდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 2, 2015 15:55

შოთა მალაშხია: ივანიშვილი საზოგადოებას დაპირდა, რომ მესამე წელს ჯიბეზე იგრძნობდით და ასეც მოხდა

200811240114„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა შოთა მალაშხიამ საზოგადოებას ყოფილი პრემიერ-მინისტრის ის პირობა გაახსენა, რომლის თანახმადაც ხელისუფლების მმართველობის მე-3 წელი მოსახლეობას საკუთარ ჯიბეზე უნდა ეგრძნო.
„ივანიშვილი ასრულებს პირობას. თქვენ იგი შეგპირდათ, რომ მესამე წელს ჯიბეზე იგრძნობდით და ასეც მოხდა. ყველამ იგრძნო, რომ მშპ-დან გამომდინარე, თითოეულ ადამიანს 700 დოლარი დააკლდა. ასევე, ის შეპირდა საქართველოს მოსახლეობას, რომ ევროპას თავისი დემოკრატიით გააკვირვებდა და გააკვირვა, როდესაც ციხეები პოლიტპატიმრებით აავსო, უამრავი დევნილი ჰყავს. ახლა უკვე იქამდე მივიდა, რომ დევნილებს, რომლებსაც სურთ თავიანთი პოზიციის გამოხატვა, პლაკატების გაკვრას უკრძალავს, მაშინ როცა ეს კანონითაა დაშვებული“, _ განაცხადა მალაშხიამ და დასძინა, რომ მას დევნილებმა პირადად მიმართეს, რათა თავიანთი პრობლემები გაეცნოთ.
„მათ აუკრძალეს მელიქიშვილზე, სამშენებლო ღობეზე პლაკატის გაკვრა. მე ვაპირებ ხვალ, 14:00 საათზე მათთან ერთად მივიდე იმავე ადგილას, გავაკრათ ეს პლაკატები და თუ ასეთივე წინააღმდეგობა იქნა, გპირდებით, ამ პლაკატებს გავაკრავთ შუშის სასახლეში, რომ პირდაპირ იმ ადამიანმა, ვინც კრძალავს ამას, ნახოს თუ რას ნიშნავს თავისი სახლის წინ პლაკატების გაკვრა.
ამ ხელისუფლებას უნდა, რომ უნდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხები გაცვალოს მწვანილში, თუმცა მწვანილთან დაკავშირებითაც სერიოზული პრობლემები შეექმნა ჩვენს მოქალაქეებს. ამიტომ ჩვენ, აფხაზთა კრებასთან ერთად ვაპირებთ მძლავრი დევნილთა მოძრაობის ჩამოყალიბებას და სხვა და სხვა ადგილებში ამ საკითხების დაძვრას“, _ განაცხადა შოთა მალაშხიამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 2, 2015 15:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics