“შინაგან საქმეთა სამინისტრო მონსტრს დაემსგავსა”, – ეკა ბესელია

პარლამენტის ადამიანის უფლებადა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დროს შინაგან საქმეთა სამინისტრო მონსტრს დაემსგავსა. დეპუტატი ასე განმარტავს შინაგან საქმეთა სამინისტროდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის საჭიროებას.

ბესელიას თქმით, მოხდა დეპოლიტიზირება და ახლა უკვე მზად არის სისტემა გადაყოფად.

„უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს ნიშნავს პარლამენტი. ესეც არის ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის და სტანდარტის მაჩვენებელი“, – ამბობს ბესელია.