შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

news
: news იანვარი 12, 2015 13:00

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

თბილისში, ელბაქიძის აღმართზე საავტომობილო გზის დაზიანებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს. “დღეს, დაახლოებით 11:00 საათზე, ელბაქიძის აღმართზე საავტომობილო გზის მარჯვენა სავალი ნაწილი დაზიანდა, რის გამოც ავტომანქანების მოძრაობა ქუჩის ორივე მხარეს აკრძალულია. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებული არავინ არ არის. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები.
საპატრულო პოლიცია მოგიწოდებთ, რომ ელბაქიძის აღმართის მიმართულებით გადაადგილებისგან დროებით თავი შეიკავოთ”, – აღნიშნულია განცხადებაში.

news
: news იანვარი 12, 2015 13:00

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics