შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატიმრების წამების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 17, 2015 18:13

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პატიმრების წამების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილება განხორციელდაშინაგან საქმეთა სამინისტრომ პატიმრების წამების კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა 17 ოქტომბერს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის მედიასაშუალებით გავრცელებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონოდ გავრცელება ინტერნეტის, მათ შორის, სოციალური ქსელის, მასობრივი მაუწყებლობის ან სხვა საჯარო გამოსვლის მეშვეობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია)”, – ნათქვამია განცხადებაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 17, 2015 18:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,536
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics