შინაგან საქმეთა სამინისტრო გურჯაანი-თელავის ავტომაგისტრალზე გამართული აქციისას დაკავებული პირების შესახებ კომენტარს აკეთებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 11, 2015 18:47

შინაგან საქმეთა სამინისტრო გურჯაანი-თელავის ავტომაგისტრალზე გამართული აქციისას დაკავებული პირების შესახებ კომენტარს აკეთებს

მნიშვნელოვანი

  • შინაგან საქმეთა სამინისტრო გურჯაანი-თელავის ავტომაგისტრალზე გამართული აქციისას დაკავებული პირების შესახებ კომენტარს აკეთებს

სხვა სტატიები

გურჯაანში მევენახეების დაკავებაზე შსს სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. სადაც ნათქვამია, რომ აქციის დროს 4 დაკავებულიდან 2 ნასვამ მდგომარეობაში იყო.

„გურჯაანში მოქალაქეებმა თელავი-თბილისის ცენტრალური გზა გადაკეტეს. აქციაზე შეკრებილმა ხალხმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანა არ გაატარა და გზის გაგრძელების საშუალება არ მისცა. საავტომობილო გზის გახსნის პროცესში, სამართალდამცველებმა აქციაზე, პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, 4 პირი დააკავეს. შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ორი დაკავებული ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიება პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე მიმდინარეობს. ამ დროისთვის გზის ამ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა მთლიანად აღდგენილია,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 11, 2015 18:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics