შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

news
ავტ.: news სექტემბერი 6, 2015 11:18

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

მნიშვნელოვანი

  • სისხლის ჩაბარების აქცია პერმანენტულად იმართება როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში და მასში სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომელი მონაწილეობს. სამინისტროს აღნიშნულ აქციაში მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.

სხვა სტატიები

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციაში „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ მონაწილეობას აგრძელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა მეორე სამმართველოს, საპატრულო პოლიციის და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა აქციის „გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ აქციაში უკვე მესამე წელია მონაწილეობს. სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომლები, „სისხლის ბანკის“ დახმარებით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ.

სისხლის ჩაბარების აქცია პერმანენტულად იმართება როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში და მასში სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომელი მონაწილეობს. სამინისტროს აღნიშნულ აქციაში მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.

news
ავტ.: news სექტემბერი 6, 2015 11:18