შვეიცარიელი გამომძიებლები ბლატერს დაკითხავენ

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 17, 2015 17:48

შვეიცარიელი გამომძიებლები ბლატერს დაკითხავენ

მნიშვნელოვანი

  • ფიფას პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის შესაძლო დაკითხვაზე შვეიცარიის პროკურორმა მიხაელ ლაუბერმა გააკეთა განცხადება. ფიფას კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით დაახლოებით 53 ფულის გათეთრების შემთხვევა ფიქსირდება.

სხვა სტატიები

ფიფას პრეზიდენტის იოზეფ ბლატერის შესაძლო დაკითხვაზე შვეიცარიის პროკურორმა მიხაელ ლაუბერმა გააკეთა განცხადება. ფიფას კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით დაახლოებით 53 ფულის გათეთრების შემთხვევა ფიქსირდება.
საქმის გამოძიების ირგვლივ შვეიცარიელი გამომძიებლები ფიფას ხელმძღვანელი პირების დაკითხვას აპირებენ, მათ შორის იოზეფ ბლატერის და ორგანიზაციის გენერალური მდივნის ჟერომი ვალკესის. «საქმესთან დაკავშირებული ყველა პირი დაიკითხება. სრულიად გასაგებია, რომ ეს შეეხება ფიფას პრეზიდენტს და გენერალურ მდივანსაც» – განაცხადა შვეიცარიის ფედერალურმა პროკურორმა მიხაელ ლაუბერმა ციურიხში დღეს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე.
ლაუბერმა თქვა, რომ გამოძიება თვეების მანძილზე გაგრძელდება, «შესაძლოა წლებიც». ამასთანავე, მან იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება «კარგ შედეგებამდე» მივა.
მისი თქმით, უკვე დაფიქსირებულია ფულის გათეთრების 53 საქმე და 100 საეჭვო საბანკო ოპერაცია. კონფისკაცია გაუკეთდა ფიფას 9 ტეტრაბაიტ კომპიუტერულ მონაცემებს.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 17, 2015 17:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics