“შეჯერდება პოზიციები და განისაზღვრება სამომავლო პერსპექტივები” – პრეზიდენტი NATO-ს გენმდივანს შეხვდება

news
ავტ.: news აგვისტო 26, 2015 12:46

“შეჯერდება პოზიციები და განისაზღვრება სამომავლო პერსპექტივები” – პრეზიდენტი NATO-ს გენმდივანს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტი NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, უმასპინძლებს. შეხვედრაზე ალიანსსა და საქართველოს შორის არსებულ და სამომავლო ურთიერთობებზე იმსჯელებენ.

სტოლტენბერგს თბილისში დღის ბოლოს ელოდებიან. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი განცხადება უკვე გაკეთდა.

“ეს არ არის მხოლოდ გაცნობითი ვიზიტი. ეს იმ ფონზე ხდება, როდესაც კონკრეტული ნაბიჯები იდგმება იმ არსებითი პაკეტის იმპლიმენტაციისთვის, რომელიც საქართველომ უელსის სამიტზე მიიღო. მნიშვნელოვანია, რომ ეს ვიზიტი არის იმ ფონზე, რომ მზადებაა ნატოს მორიგი მინისტერიალისთვის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია შეხვედრები, რომელიც თბილისში გაიმართება. შეხვედრებზე შეჯერდება პოზიციები, იქნება განხილული საკითხები. პრობლემათა სპექტრი არის დიდი. პირველი, ეს არის უსაფრთხოების პრობლემები, რომელშიც იგულისხმება საოკუპაციო ზონებში არსებული ვითარება,” – აცხადებს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი, თენგიზ ფხალაძე.

news
ავტ.: news აგვისტო 26, 2015 12:46