შეწყალების კომისია ბობოხიძეს სასჯელაღსრულებიდან დადებითი რეკომენდაციის გარეშე ვერ შეიწყალებდა

news
ავტ.: news ივლისი 26, 2015 14:03

შეწყალების კომისია ბობოხიძეს სასჯელაღსრულებიდან დადებითი რეკომენდაციის გარეშე ვერ შეიწყალებდა

მნიშვნელოვანი

  • როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა, კომისია ნებისმიერ პატიმრის საქმეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს თუ მას იმ დაწესებულებიდან სადაც სასჯელს იხდის დადებითი რეკომენდაცია აქვს.

სხვა სტატიები

შეწყალების კომისიაში აცხადებენ, რომ აკაკი ბობოხიძის ძმის საქმეს კომისია ვერ განიხილავდა და პრეზიდენტი ვერ შეიწყალებდა, თუ ბობოხიძეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან უარყოფითი რეკომენდაცია ექნებოდა.

როგორც შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემ განაცხადა, კომისია ნებისმიერ პატიმრის საქმეს, მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს თუ მას იმ დაწესებულებიდან სადაც სასჯელს იხდის დადებითი რეკომენდაცია აქვს.
ამასთან, როგორც ქორიძე აცხადებს, მისთვის გაუგებარია სასჯელაღსრულების მინისტრის განცხადება ლევან ბობიხიძის საქმესთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნავს, რომ შესაძლოა გიორგი მღებრიშვილს საერთოდ არ ჰქონოდა წაკითხული ბობოხიძის დახასიათება.
“როდესაც მოდის საქმე ამა თუ იმ მსჯავრდებულის შესაწყალებლად იქ აუცილებლად არის პატიმრის დახასიათებაც. დებულების მიხედვით თუ მსჯავრდებული უარყოფითად ხასიათდება, მაშინ საქმე განხილვაზე საერთოდ არ გამოდის. პირადად გიორგი მღებრიშვილი დახასიათებას ხელს არ აწერს. დახასიათება მოდის კონკრეტული დაწესებულებიდან, სადაც პატიმარი სასჯელს იხდის, მაგრამ დახასიათება თუ არის დადებითი საქმე კომისიაზე განსახილველად აუცილებლად გამოდის. ამ შემთხვევაში ლევან ბობიხიძის დახასიათება იყო დადებითი”, – განაცხადა ქორიძემ
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრის აკაკი ბობოხიძის ძმა, ლევან ბობოხიძე 24 ივლისს შეიწყალა, რასაც პრემიერ-მინისტრის უარყოფითი შეფასება მოჰყვა. სასჯელაღსრულების მინისტრმა კი აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა ლევან ბობოხიძის შეწყალებისას იჩქარა.
ლევან ბობოხიძეს და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება სახელმწიფო ქონების გაფლანგვას ედავებოდა.
news
ავტ.: news ივლისი 26, 2015 14:03

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics