„შეუძლებელია მესამე წელი ეკონომიკურად გამართული იყოს, არაკორექტული ვიყავი, როცა ეს ვთქვი“

news
ავტ.: news ივლისი 22, 2015 11:47

„შეუძლებელია მესამე წელი ეკონომიკურად გამართული იყოს, არაკორექტული ვიყავი, როცა ეს ვთქვი“

მნიშვნელოვანი

  • ყოფილმა პრემიერმა ამის შესახებ „გურია News“-თან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ მას ოპონენტები ხშირად ახსენებენ დაპირებას, რომლის თანახმადაც ხელისუფლებაში მოსვლის მესამე წელი ეკონომიკურად გამართული იქნებოდა, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია მესამე წელს ეკონომიკური აღმასვლა მოხდეს.

სხვა სტატიები

ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, რეალურად, ქვეყანაში უმუშევრობა იმაზე მაღალია, ვიდრე ამას სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს.

ყოფილმა პრემიერმა ამის შესახებ „გურია News“-თან ინტერვიუში განაცხადა. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ მას ოპონენტები ხშირად ახსენებენ დაპირებას, რომლის თანახმადაც ხელისუფლებაში მოსვლის მესამე წელი ეკონომიკურად გამართული იქნებოდა, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ შეუძლებელია მესამე წელს ეკონომიკური აღმასვლა მოხდეს.

„ისიც კი შემახსენს, ეს არ მოდიოდა ჩემს ტერმინოლოგიაში, რომ ყველა ჯიბეს დაეტყობოდა. მე ვეღარ მოვახერხე გადამოწმება, ესეც კი მითქვამს ერთხელ სადღაც. ნუ, რა თქმა უნდა, არაკორექტული ვიყავი, როდესაც ეს ვთქვი. რამდენადაც, ეკონომიკურად, შეუძლებელია მესამე წელი წელს, რომ ეკონომიკური აღმასვლა ყველა მოსახლეობის ჯიბეს დაემჩნეს. რეალურად უმუშევრობა იმაზე მეტია, რასაც სტატისტიკა წერს, რამეთუ ვინც დასაქმებულია საკუთარ მეურნეობებში, მათაც დასაქმებულებში მიიჩნევენ. მათი შემოსავალი ძალიან მწირია და საკამათოა, რამდენად შეიძლება ისინი დასაქმებულად ჩავთვალოთ. ვფიქრობ უარესობაა, ვიდრე სტატიტიკის მონაცემებით არის“, – განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის თქმით, დასაქმებულთა უმეტესობა ღირსეულ შემოსავალს ვერ იღებს.

„რაც შეეხება მესამე წელს ეკონომიკის სტაბილურობას, მე რის საფუძველზეც ვსაუბრობდი, დღესაც გავიხსენებ ამას, რატომ ვამბობდი და რაც მქონდა მხედველობაში, მე ვფიქრობ, რომ „ყველა ჯიბეს დაეტყობა“ ეს, რომ ვთქვი ეს წამოცდენაა. ეს არ არის გააზრებული და ასე შეიძლება პრინციპში, ინტერვიუს დროს რაღაც მოხდეს, მაგრამ ეს ერთხელ ვთქვი და სტაბილურად რომ ეს მეთქვა, ამას ვერ ნახავთ. შეიძლება ერთხელ ვთქვი და ისიც გადასამოწმებელი მაქვს. „ტაბულამ“ აღმოაჩინა და ვერ მოვიცალე, რომ გადამემოწმებინა, იმდენად ჩემი არაა, რამეთუ მე კარგად ვიცოდი, რასაც ვამბობდი. ეკონომიკა ვიცი და ვიცი რა დრო სჭირდება, რომ ევროპული ტიპის ეკონომიკა მივიღოთ“, – აღნიშნა ექს-პრემიერმა.

მისი თქმით, მსგავსი განხადებების გაკეთების დროს მხედველობაში ჰქონდა საქართველოში იმ პირობების შექმნა, რაც ეკონომიკურ აღმასვლას უწყობს ხელს.

„პირველ წელს ჩვენ მოვახერხეთ, რომ ბიზნესში ხელების ფათური შეწყდა ჩვენი მოსვლით, კონკურენტუნარიანია ბაზარი, პრივილეგირებული ბიზნესმენები არ არსებობენ და სხვათა შორის, შფოთავენ. მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ბიზნესმენებს ბაზრების მოპოვებაში დაეხმაროს, ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად დააჩქაროს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

news
ავტ.: news ივლისი 22, 2015 11:47

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


16,743
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics