“შევთანხმდით, რომ დავიწყებთ თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებას”

news
: news სექტემბერი 10, 2015 13:49

“შევთანხმდით, რომ დავიწყებთ თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებას”

მნიშვნელოვანი

  • პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ჩინეთთან ექნება თავისუფალი ვაჭრობა.

სხვა სტატიები

პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, რომელსაც ჩინეთთან ექნება თავისუფალი ვაჭრობა.

ჩინეთში ვიზიტით მყოფმა მთავრობის მეთაურმა ქართველ ჟურნალისტებთან აღნიშნული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„მთავარი საკითხი, რომელზეც მქონდა საუბარი ჩინეთის პრემიერთან, არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყება. ეს არის ჩვენი ერთობლივი ინიციატივა და შევთანხმდით, რომ დავიწყებთ თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებას. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა რეგიონში, არა მხოლოდ კავკასიაში, არამედ ევროპულ ნაწილშიც, რომელსაც ჩინეთთან ექნება თავისუფალი ვაჭრობა. ეს ქვეყანას მოუტანს დიდ სარგებელს. პირველ რიგში ეს არის ღვინის ექსპორტი, ასევე სხვა პროდუქციის ექსპორტი. ქართველ მეწარმეს გაუადვილდება პროდუქციის შეტანა ჩინეთში. აღნიშნული გადაწყვეტილება გააუმჯობესებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს და მას სხვა ეტაპზე გადაიტანს. ეს სერიოზულ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

news
: news სექტემბერი 10, 2015 13:49

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,655
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics