“შარლი ებდოზე” განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ალ ქაიდას” დაჯგუფებამ აიღო

news
: news იანვარი 14, 2015 14:39

“შარლი ებდოზე” განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ალ ქაიდას” დაჯგუფებამ აიღო

მნიშვნელოვანი

  • პარიზში, ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალ "შარლი ებდოს" რედაქციაზე განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა იემენში მოქმედმა "ალ ქაიდას" დაჯგუფებამ აიღო.

სხვა სტატიები

პარიზში, ყოველკვირეულ სატირულ ჟურნალ “შარლი ებდოს” რედაქციაზე განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა იემენში მოქმედმა “ალ ქაიდას” დაჯგუფებამ აიღო.

France 24-ის ცნობით, ამასთან დაკავშირებით იემენის “ალ ქაიდას” ლიდერმა ინტერნეტში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ “შარლი ებდოზე” თავდასხმა მათ განხორციელეს.
7 იანვარს, სატირულ ჟურნალზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჟურნალის რედაქტორი და კარიკატურისტები.

“შარლი ებდოს” ახალი ნომერი დღეს გაყიდვაში 3-მილიონიანი ტირაჟით ექვს ენაზე გამოიცა. ჟურნალის გარეკანზე წინასწარმეტყველი მუჰამედია გამოსახული, რომელსაც ხელში უჭირავს ქაღალდი, წარწერით “მე ვარ შარლი”. კარიკატურის ზემოთ კი წარწერაა – ყველაფერი მიტევებულია.

news
: news იანვარი 14, 2015 14:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,018
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics