“შაპიტო-შოუ”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 31, 2015 10:08

“შაპიტო-შოუ”

22331a62b9452f16fef98e8a3e766840საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც გუშინ ოდესის მხარის გუბერნატორად დაინიშნა, მოსახლეობას ხელმძღვანელ თანამდებობეზე მასშტაბურ საკარო ცვლილებებს დაპირდა.
უკრაინელ ჟურნალისტებთან საუბარში სააკაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ პოროშენკოსთან შეთანხმებულია რადიკალური რეფორმები, რომელსაც ის გაატარებს ოდესის ოლქში. გუბერნატორის თქმით, მისი მიზანი ახალგაზრდა სპეციალისტების დასაქმებაა.

გარდა ამისა, სააკაშვილმა პირობა დადო, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს მკაცრად გააკონტროლებს, ოდესის საბაჟოზე წესრიგს დაამყარებს, გზებს შეაკეთებს.
მისი განცხადებით, ოდესა შავიზღვისპირეთის დედაქალაქი უნდა გახდეს: “ამ ქალაქიდან ეკონომიკური სასწაულის გაკეთება შეიძლება არსებული პრობლემების მიუხედავად” .
სიტყვით გამოსვლისას მან მოსახლეობას მოუწოდა რომ “ერთად უნდა ააშენონ ახალი უკრაინა.”

ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა გადაწყვეტილებას “ბრძნული” უწოდა: “სააკაშვილი რადიკალიურია და ყველაფრის მოწესრიგენა შეუძლია. თან ძალიან მალე” – განაცხადა მან.
“მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილებებით არის შესაძლებელი მიზნის მიღწევა. ჩვენ მას მხარი უნდა დავუჭიროთ, რადგანაც ვხედავთ, რომ ჩვეულებრივი ზომები არ მუშაობს და დროც გადის” – დაამატა მინისტრმა.
მიხეილ სააკაშვილი და პიოტრ პოროშენკო თანაკურსელები არიან, ისინი ერთად სწავლობდნენ კიევის შევჩენკოს სახელობის უნივერსიტეტში.
საქართველოში სააკაშვილზე სისხლის სამართკლის საქმეა აღძრული, მათ შორის თანამდებობის ბოროტად გამოყენების მუხლით.

აპრილში უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ იუსტიციის მინისტრს სააკაშვილის ექსტრადაციაზე უარი უთხრა.

10301599_935097466540528_6996942261569805769_n
სააკაშვილის დანიშნვა მოსკოვში ნეგატიურად აღიქვეს. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დმიტრი მედვედევმა სააკაშვილის დანიშვნას “შაპიტო-შოუ” უწოდა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 31, 2015 10:08

Google სტატისტიკა


4,091
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics