შალვა შავგულიძე – პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრა ნაყოფიერი იყო

news
: news თებერვალი 14, 2015 16:57

შალვა შავგულიძე – პრეზიდენტთან დღევანდელი შეხვედრა ნაყოფიერი იყო

მნიშვნელოვანი

  • უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დეპუტატი შალვა შავგულიძე პრეზიდენტ მარგველაშვილთან გამართულ შეხვედრას "ნაყოფიერად" აფასებს.

სხვა სტატიები

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი დეპუტატი შალვა შავგულიძე პრეზიდენტ მარგველაშვილთან გამართულ შეხვედრას “ნაყოფიერად” აფასებს.

“დღევანდელი შეხვედრა იყო მეტად ნაყოფიერი, მეტად სასარგებლო პირველ რიგში, ალბათ, თავად პრეზიდენტისთვის, ვინაიდან მან მოუსმინა ყველა კანდიდატს. გვქონდა გარკვეული დრო იმისთვის, რომ ჩამოგვეყალიბებინა ჩვენი აზრი სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე, უშუალოდ იმის შესახებ, რაში ვხედავთ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ფუნქციას და რესურსს. ეს დაეხმარება პრეზიდენტს მიიღოს სწორი გადაწყვეტილება”, – განაცხადა შავგულიძემ.

რაც შეეხება იმას, რამდენად აქვს პრეზიდენტის მიერ მისი კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერის იმედი, შავგულიძე ფიქრობს, რომ მმართველი გუნდი მხარს არ დაუჭერს.
“ნაკლებად მაქვს ამის იმედი. ვფიქრობ, იქ მაინც პოლიტიკური კონიუნქტურა იმძლავრებს. შეიძლება ცალკეულმა დეპუტატმა მხარი დამიჭიროს, მაგრამ ერთიანად უმრავლესობა, ალბათ, – არა, მაგრამ ეს შემდეგი ეტაპია, ჯერ პირველი ეტაპია გასავლელი, რასაც პრეზიდენტის მიერ კანდიდატის წარდგენა ჰქვია”, – აღნიშნა დეპუტატმა.

news
: news თებერვალი 14, 2015 16:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics