შალვა შავგულიძე: ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც გათავისუფლებული ვიქნები ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან

news
ავტ.: news თებერვალი 7, 2015 16:20

შალვა შავგულიძე: ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც გათავისუფლებული ვიქნები ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან

“თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი შალვა შავგულიძე პარტიის დატოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აპირებს, თუ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პრეზიდენტი მის კანდიდატურას წარადგენს.

როგორც შავგულიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, კანონი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით შეზღუდვას უწესებს მას შემდეგ, რაც ის ამ თანამდებობაზე იქნება არჩეული.

“რაც შეეხება პოლიტიკური გუნდის წევრობას, კონსტიტუცია, ასევე ორგანული კანონი პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით შეზღუდვას აწესებს მოსამართლისა და მათ შორის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისადმი მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის განწესდება ამ თანამდებობაზე. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იყოს ის თავისუფალი პარტიულ-პოლიტიკური საქმიანობისგან და არა მანამდე. ის კრიტერიუმიც, რომელიც პრეზიდენტის მიერ იქნა დასახელებული, გულისხმობს იმას, რომ ისეთი პირი უნდა იქნეს წარმოდგენილი თანამდებობაზე, რომელიც შეძლებს ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლებას მისი ამ თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ და არა იმას, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირს არ ეძლევა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ წარდგენის საშუალება. აქ სერიოზული განსხვავებაა. ჩემმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიჩნია, რომ ვარ ისეთი ადამიანი, რომელიც გათავისუფლებული ვიქნები ყოველგვარი პოლიტიკური გავლენისგან და შევძლებ ასეთი გავლენებისგან დავიცვა სასამართლო ხელისუფლებაც”, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

 

news
ავტ.: news თებერვალი 7, 2015 16:20

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics