შალვა შავგულიძე – არგუმენტი, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა სიმბოლურია, გამართლებული არ არის

news
: news იანვარი 15, 2015 13:31

შალვა შავგულიძე – არგუმენტი, რომ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა სიმბოლურია, გამართლებული არ არის

დეპუტატ შალვა შავგულიძისათვის გაუგებარია, რა მიზეზით არ უნდა დაესწროს მთავრობა პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლას.

“მართალია, კანონი მთავრობას არ ავალდებულებს პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლას დაესწროს, მაგრამ ეს გამართლებულად და მიზანშეწონილად მიმაჩნია. ეს იქნება სახელმწიფო შტოების მიმართ პატივისცემის გამოხატვა. მეორეც, დავსვათ კითხვა: რატომ არ უნდა დაესწროს მთავრობა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას? რაიმე ისეთი გადაუდებელი აუცილებლობა ხდება მთავრობაში, რომ პრეზიდენტის გამოსვლისთვის ვერ მოიცლიან? არგუმენტი იმის შესახებ, რომ მისი გამოსვლა სიმბოლურია, გამართლებული არ არის”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა შავგულიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროდ არ მიიჩნევს, პარლამენტში პრეზიდენტის სიმბოლურ გამოსვლას მინისტრებიც დაესწრონ.

news
: news იანვარი 15, 2015 13:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


25,808
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics