შალვა ნათელაშვილი გაეროს საგანგებო სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს

news
ავტ.: news აგვისტო 14, 2015 15:07

შალვა ნათელაშვილი გაეროს საგანგებო სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს

მნიშვნელოვანი

  • ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. საზღვარზე შექმნილი ვითარების გამო ლეიბორისტული პარტია გაერთიანებული ერების ორგანიზაციას უშიშროების საგანგებო სხდომის მოწვევას სთხოვს.

სხვა სტატიები

დღეს, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გამართა სპეციალური ბრიფინგი, რუსეთის მიერ მცოცავი ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით. დღესვე, ლეიბორსიტების ლიდერმა გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებს სპეციალური მიმართვა გაუგზავნა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ყველა წევრს ვადასტურებთ უდიდეს პატივისცემას გაეროსა და უშიშროების საბჭოს წევრი ყველა სახელმწიფოსადმი. გაცნობებთ, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ „სამხრეთ ოსეთად წოდებულ“, გაეროსა და მსოფლიო თანამეგობრობისგან აღიარებულ ქართულ ტერიტორიაზე სულ უფრო და უფრო ფეთქებადსაშიში ხდება ვითარება, რაც საფრთხეს უქმნის არა მარტო საქართველოს, არამედ მთლიანად საერთაშორისო მშვიდობასა და უშიშროებას.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს პრორუსულ დე-ფაქტო მმართველ ოლიგარქ ივანიშვილსა და კრემლს შორის მიღწეული ფარული გარიგების შესაბამისად, რუსეთის შეიარაღებული ძალები გამალებული ტემპებით უპრობლემოდ, ყოველგვარი პოლიტიკური და დიპლომატიური წინააღმდეგობის გარეშე ღობავენ კონფლიქტის ზონას, აწარმოებენ ე.წ.„საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების კაპიტალურ მონტაჟს, იჭრებიან და შუაზე ყოფენ სოფლებს, სასაფლაოებს, ტაძრებს, მოსახლეობას ართმევენ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს, ხეხილის ბაღებს, მოსავალს, სათიბებს, ტყეებს, შინაურ პირუტყვს, ასევე მასობრივად იტაცებენ ვითომდა საზღვრის დამრღვევ მოქალაქეებს და შემდგომ თანხის გადახდის სანაცვლოდ აბრუნებენ უკან. ოკუპაციის ხაზი უკვე მობჯენილია რამდენიმე მეტრში ცენტრალურ ავტობანზე, რომელიც აკავშირებს სახმელეთო სატრანზიტო გადაზიდვებით ევროპასა და აზიის კონტინენტის დასავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებას, უფრო მეტიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კონტროლის ქვეშ მოექცა BP-ის კუთვნილი ბაქო-სუფსის სტრატეგიული ნავთობ მაგისტრალიც. ამრიგად, რუსეთის ფედერაციის მხრიდან დაუსჯელად გრძელდება აგრესია საქართველოს მიმართ, ტერიტორიათა გაღრმავებული ოკუპაციითა და ანექსიით. სახეზეა მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული კატასტროფა. გაეროს წესდების 24-ე მუხლის 1 პუნქტით, უშიშროების საბჭოს ეკისრება ძირითადი პასუხისმგებლობა საერთაშორისო მშვიდობისა და უშიშროების მხარდასაჭერად, ხოლო წესდების მე-7 თავის 39-ე მუხლის შესაბამისად, უშიშროების საბჭო განსაზღვრავს და წყვეტს იმ ზომებს, რაც მშვიდობის ნებისმიერი დარღვევისას იქნა აუცილებელი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უმორჩილესად გთხოვთ უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას და საქართველოში რუსეთის აგრესია-ოკუპაციის შესაჩერებლად ეფექტური ზომების გატარებას. როგორც მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, მოსკოვიდან მართული საქართველოს მთავრობა ასეთ ინიციატივას არ გამოიჩენს, რის გამოც, იძულებული გავხდით პირადად ჩვენ მოგვემართა თქვენთვის. ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უდიდეს პატივისცემას გაეროსა და უშიშროების საბჭოს წევრებისადმი.

news
ავტ.: news აგვისტო 14, 2015 15:07

Google სტატისტიკა


3,275
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics