შალვა აბულაძის მეგობარ რამინ მამედოვს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

news
ავტ.: news აპრილი 10, 2015 13:54

შალვა აბულაძის მეგობარ რამინ მამედოვს 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა

შალვა აბულაძის მეგობარს რამინ მამედოვს პატიმრობიდან 10 000 ლარიანი გირაოს გადახდის შემთხვევაში გაათავისუფლებენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა არეშიძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და მამედოვს აღმკვეთის ღონისძიებად გირაო შეეფარდა. მოსამართლემ განმარტა, რომ ბრალდებულს ან მის ახლობელს გირაოს თანხის უზრუნველყოფა უძრავი ქონებითაც შეუძლია. დაცვის მხარე დღეს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. წინასასამართლო სხდომა 2 ივნისს, 12:00 საათზე დაინიშნა.
რამინ მამედოვი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით არის დაკავებული.
დაკავებულის ოჯახის განცხადებით, მამედოვს სამართალდამცველები დაემუქრნენ, რომ თუ არ ეტყოდნენ შალვა აბულაძის ადგილსამყოფელს, მის მეორე შვილსაც და მეუღლესაც დააკავებდნენ. მამედოვის ოჯახი ამბობს, რომ შალვა აბულაძე ბოლოს 3-4 თვის წინ ნახეს, ვიდრე ეს მკვლელობები მოხდებოდა.
დაკავებული მამედოვის ძმა აცხადებს, რომ სამართალდამცველები ნარკოტიკის ჩადებითა და დაკავებით მასაც დაემუქრნენ.
შალვა აბულაძე წუხელ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორის დაჭრაში ბრალდებულ შალვა აბულაძეს 16-დან 20 წლამდე თვისუფლების აღკვეთას ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

news
ავტ.: news აპრილი 10, 2015 13:54

Google სტატისტიკა


2,535
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics