შალვა აბულაძის დაკითხვა დაიწყო

news
ავტ.: news აპრილი 20, 2015 13:16 განახლებულია

შალვა აბულაძის დაკითხვა დაიწყო

შალვა აბულაძის ადვოკატი პროკურორთან და გამომძიებელთან ერთად სასჯელაღსრულების მე-7 დაწესებულებაში აბულაძის დასაკითხად შევიდა.

ბრალდებულის უფლებების დამცველის, არჩილ ჩუბინიძის განცხადებით, აბულაძე ბრალს მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებს. დღევანდელი დაკითხვის შემდეგ გაირკვევა, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ ის პოლიციელების მკვლელობაში.

დაცვის მხარე მტკიცებულებების მოპოვებას ცდილობს და ჟურნალისტებთან საქმის ახალ გარემოებებზე საუბრობს.

“ბორჯომის ეპიზოდში გამოძიება ავრცელებს ინფორმაციას, რომ, თითქოს, პოლიციის თანამშრომლები ახორციელებდნენ პატრულირებას. როგორც საქმის მასალებშია მითითებული, პოლიციის თანამშრომლები სამოქალაქო ფორმაში, ერთერთი მათგანი სპორტულ ფორმაში იმყოფებდა. არ ვფიქრობ, რომ შსს-მ სპორტულებით პატრულირება დაიწყო,” – განაცხადა არჩილ ჩუბინიძემ.

news
ავტ.: news აპრილი 20, 2015 13:16 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics