“ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების უკრაინის მთავრობაში დანიშვნა სააკაშვილის რეფორმების საერთაშორისოდ აღიარება”

news
: news იანვარი 20, 2015 23:10

“ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების უკრაინის მთავრობაში დანიშვნა სააკაშვილის რეფორმების საერთაშორისოდ აღიარება”

მნიშვნელოვანი

  • რაც შეეხება უშუალოდ უკრაინის იუსტიციის სამინისტროში დაგეგმილ რეფორმებს, გეწაძის განმარტებით, უწყებაში რადიკალური ცვლილებები იგეგმება.

სხვა სტატიები

ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნების უკრაინის მთავრობაში დანიშვნა არის მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩატარებული რეფორმების საერთაშორისოდ აღიარება, – ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ გია გეწაძემ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” ჩართვისას განაცხადა.
რაც შეეხება უშუალოდ უკრაინის იუსტიციის სამინისტროში დაგეგმილ რეფორმებს, გეწაძის განმარტებით, უწყებაში რადიკალური ცვლილებები იგეგმება.

“ერთი რამ მინდა აღვნიშნო – ჩვენი აქ დანიშვნა, ეს არის მიხეილ სააკაშვილის გუნდის მიერ ჩატარებული რეფორმების უკვე საერთაშორისოდ აღიარება. ეს შეიძლება ვიღაცას მოსწონდეს და ვიღაცას არა, მაგრამ ეს არის ფაქტი… ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა და აქ რაიმე ოფიციალური პოსტის დაკავება მომიწევდა, თუმცა ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში უკრაინაში რეფრმების გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაცაა, რადგან ჩვენი პრობლემები მსგავსია. მე დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმები ჩაივლის წარმატებით. ომი ვერ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი”, – განაცხადა გეწაძემ.
მან საქართველოს იუსტიციის მინისტრთან თანამშრომლობის მზადყოფნაც გამოთქვა და აღნიშნა, რომ ის თეა წულუკიანთან ითანამშრომლებს, თუკი იქნება ინიციატივა, რომელიც ორ ქვეყანას დააახლოებს. “რა თქმა უნდა, თუ იქნება ინიციატივა, რომელიც ორი ქვეყნის დაახლოებას გამოადგება, ბუნებრივია, ჩვენ ვითანამშრომლებთ”, – აღნიშნა გეწაძემ.

news
: news იანვარი 20, 2015 23:10

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,085
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics