ყოველი ახალი წიგნი სასიხარულო და იმავდროულად საშიშიც გახდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 4, 2015 18:58

ყოველი ახალი წიგნი სასიხარულო და იმავდროულად საშიშიც გახდა

"ყოველი ახალი წიგნი სასიხარულო და იმავდროულად საშიშიც გახდა.ჟურნალმა, ” სამი საუნჯე” სქელყდიანი წიგნი “რუსეთ საქართველოს ურთიერთიბები” გამოსცა . წიგნი 5.5 ლარი ღირს და 650 გვერდზე სხვადასხვა ავტორების სტატიების კრებულს წარმოიდგენს. რედაქტორი კი თემურ მირიანაშვილი გახლავთ. ყურადღებას ბევრი სტატია იქცევს, განსაკუთრებით კი სტატია სათაურით “სიმართლე რუსეთ საქართველოს ბოლო ხუთასი წლის ისტორიის შესახებ,” საიდანაც ვიგებთ, რომ რუსეთია ჩვენი დედა.
და რომ საქართველოში არანაერი არც ოკუპაცია არც აგრესია რეპრესია გენოციდი რეოკუპაცია არ განხორციელებულა.
წიგნში “სიმართლის”ეგიდით იმდენი ტყუილია ძნელია კითხვისას ემოცია დაბლოკო.
იქ იმასაც წაიკითხავთ, რომ საქართველოს 19 საუკუნის აღმაშენებელი თითქოს მიხეილ ვორონცოვია.
ეს წიგნი ერთი რომ ორი ქვეყნის ურთიერთობების აღდგენას არ უწყობს ხელს და მეორე ტყუილი ვერასდროს იქნება ხსნა.
საინფორმაციო ომის ეს კლასიკური ნუმუში რომელიც ქვეყნის ისტორიის გაყალბებითაა დაკავებული, ნელი მოქმედებს ნაღმივითაა რომელიც დროში ფეთქდება.
ქართველი ისტორიკოსების ნაწილი სოციალურ ქსელში აპროტესტებს ამ წიგნს, თუმცა ქარავანი მაინც მიდის. რაც იმის მანიშნებელია, რომ ვისაც ქვეყანა რეალურად უყვარს და მისთვის ძვირფასია ჩვენი ქვეყნის რეალური ტრაგიკული ისტორია გამოდით კაცი ქუდით(ღირსებით) ჩვენ დღეს ისტორიას კი არ გვიყალბებენ ან გვართმევენ, არამედ ისტორიას საერთოდ გვიშლიან, რომ ხვალ ჩვენც წაგვშალონ! როგორც უწარსულო ერი!
 ჟურნალისტი თამარ ბელქანია

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 4, 2015 18:58

Google სტატისტიკა


3,775
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics