ყველაზე ცუდად გამოკითხულები ფინანსთა სამინისტროს მუშაობას აფასებენ

news
ავტ.: news მაისი 13, 2015 12:04

ყველაზე ცუდად გამოკითხულები ფინანსთა სამინისტროს მუშაობას აფასებენ

მნიშვნელოვანი

  • NDI-ს კვლევის მიხედვით გამოკითხული რესპოდენტები ყველაზე ცუდად ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას აფასებენ. 38-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ამ უწყების სამიანობას ცუდად აფასებს. 56 პროცენტისთვის ფინანსთა სამინისტროს მუშაობა საშუალო დონეზეა, მხოლოდ 6-მა პროცენტმა შეაფასა დადებითად.

სხვა სტატიები

NDI-ს კვლევის მიხედვით გამოკითხული რესპოდენტები ყველაზე ცუდად ფინანსთა სამინისტროს საქმიანობას აფასებენ. 38-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ამ უწყების სამიანობას ცუდად აფასებს. 56 პროცენტისთვის ფინანსთა სამინისტროს მუშაობა საშუალო დონეზეა, მხოლოდ 6-მა პროცენტმა შეაფასა დადებითად.

ყველაზე კარგად გამოკითხულთა 43 პროცენტის თქმით მუშაობს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. შედარებით ნაკლები 25 პროცენტის აზრით კარგად მუშაობს იუსტიციის სამინისტრო.

განათლების სამინისტროს მუშაობა დადებითად შეაფასა გამოკიტხულთა 21-მა პროცენტმა, 13-მა პროცენტმა კი ამ უწყების საქმიანობა ცუდად შეაფასა.

ასევე გამოკითხულთა 15 პროცენტის აზრით ცუდად მუშაობს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მის საქმიანობას იწონებს მხოლოდ გამოკითხვაში მონაწილე პირთა 16 პროცენტი.

news
ავტ.: news მაისი 13, 2015 12:04

Google სტატისტიკა


18,783
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics