ყანაში ჩამარხული გვამი იპოვეს – დაკავება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის

news
ავტ.: news აგვისტო 18, 2015 11:52

ყანაში ჩამარხული გვამი იპოვეს – დაკავება სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობისთვის

დუშეთის პოლიციის სამმართველოს და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, რომლის თანახმად, დაკავებულია 1959 წელს დაბადებული გელა ქ., რომელსაც ბრალად გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა ედება.

შსს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოძიებამ დაადგინა, რომ გელა ქ. თანმხლებ პირებთან ერთად დუშეთის რაიონის სოფელ ანანურში ტყეში ხეებს ჭრიდა, რა დროსაც იქვე მიმავალმა, 1935 წელს დაბადებულმა ვასილ მ-მ მოჭრილი ხის მორით სხეულის დაზიანება მიიღო და ადგილზე გარდაიცვალა.

ბრალდებულმა დანაშაულის დაფარვის მიზნით, თანამზრახველებთან ერთად, გარდაცვლილის ცხედარი იმავე დღეს მცხეთის რაიონის სოფელ წილკანში გადაიტანა და თავის საკარმიდამო ნაკვეთში დამარხა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების, შედეგად გელა ქ. დანაშაულის ჩადენიდან მეექვსე დღეს მცხეთაში დააკავეს.

თანამზრახველების დაკავების მიზნით მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე მიმდინარეობს.

news
ავტ.: news აგვისტო 18, 2015 11:52

Google სტატისტიკა


3,784
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics