ყაზბეგში პროდუქტების შეტანა ამინდის გაუმჯობესების შემდეგ გახდება შესაძლებელი

news
: news იანვარი 8, 2015 10:56

ყაზბეგში პროდუქტების შეტანა ამინდის გაუმჯობესების შემდეგ გახდება შესაძლებელი

მნიშვნელოვანი

  • ყაზბეგში საკვები პროდუქტების შეტანა ამინდის გაუმჯობესების შემდეგ გახდება შესაძლებელი, - ამის შესახებ მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა განაცხადა.

სხვა სტატიები

ყაზბეგში საკვები პროდუქტების შეტანა ამინდის გაუმჯობესების შემდეგ გახდება შესაძლებელი, – ამის შესახებ
მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ცუდი ხილვადობის გამო, ყაზბეგში ვერტმფრენები ფრენას ვერ ახერხებენ.
მისივე თქმით, ყაზბეგში, მაღაზიებში პროდუქტები აღარ არის.

“ვფიქრობთ, როგორ შევიტანოთ პროდუქტები. ფრენა არ არის, ხილვადობა არ არის, როგორც კი ხილვადობა იქნება, ყველა საჭირო პროდუქტს მივაწვდით”, – განაცხადა ნუგზარ ყიფიანმა.

მისივე თქმით, ლარსის საზღვარო გამშვებ პუნქტზე მძღოლები და უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან ჩარჩენილები.
“მაღაზიებში არაფერია, ამიტომ ვერ ახერხებენ პროდუქტების შეძენას. ოჯახებში კი პროდუქტების პრობლემა არ არის, თუმცა რაღაც მარაგის შეტანა აუცილებელია. როგორც კი ხილვადობა იქნება აუცილებლად შევიტანთ”, – განაცხადა ყიფიანმა.

news
: news იანვარი 8, 2015 10:56

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,100
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics