,,ღიმილის მომგვრელია, როდესაც ამ ხელისუფლების წარმომადგენელი ვინმეს კომპეტენტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს”

news
ავტ.: news მარტი 2, 2015 14:18

,,ღიმილის მომგვრელია, როდესაც ამ ხელისუფლების წარმომადგენელი ვინმეს კომპეტენტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს”

მნიშვნელოვანი

  • "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერის, ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, დე ფაქტო პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ხელში, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შეფერხების ინსტრუმენტად იქცა.

სხვა სტატიები

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერის, ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, ალექსი პეტრიაშვილის შეფასებით, საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, დე ფაქტო პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ხელში, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შეფერხების ინსტრუმენტად იქცა.
ალექსი პეტრიაშვილი ზურაბ აბაშიძის კრიტიკას “თავისუფალი დემოკრატების” მიმართ ” გამოეხმაურა.
“ზურაბ აბაშიძე, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, იქცა დე ფაქტო პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ხელში ინსტრუმენტად საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების შეფერხების თვალსაზრისით. ადამიანურად ამაზე ძალიან ვწუხვარ, ვინაიდან როგორც საქმიანი, ისე მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებდა. როგორც ჩანს, ბატონ აბაშიძეს ძალიან მძიმე დრო დაუდგა, ვინაიდან ასეთ კომენტარებს აკეთებს. ეს განპირობებულია რუსეთის მხრიდან გაძლიერებული წნეხით, როგორც პირადად აბაშიძეზე, ისე მის უშუალო კურატორ ბიძინა ივანიშვილზე”, – განაცხადა პეტრიაშვილმა და დასძინა, რომ ღიმილის მომგვრელია, როდესაც ამ ხელისუფლების წარმომადგენელი ვინმეს კომპეტენტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
რაც შეეხება ზურაბ აბაშიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ მის კომენტარებში ახალი და სკანდალური არაფერი ყოფილა და იგივე პოზიცია გაიმეორა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმ აპატურაიმ, ალექსი პეტრიაშვილის თქმით, “სულ რომ ასე იძახონ ალიანსის წარმომადგენლებმა და ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა, იმ ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლის მიერ, რომლის მთავარი პრიორიტეტი ნატო-ში გაწევრიანებაა, მსგავსი განცხადება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არაკომპეტენტურობაა”.
“წლის ბოლო ბრიუსელში ნატო-ს მინისტერიალია, მომავალ წელს ნატო-ს სამიტია ვარშავაში, სადაც უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული. წელს უნდა გაიხსნას ნატო-ს საწვრთნელი საქართველოში. ამ ფონზე მთავრობის წარმომადგენლისგან გაკეთებული განცხადება იყო ძალიან დამაზიანებელი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების განხორციელებისთვის და ძალიან მაამლური იმ ქვეყნის სტრატეგიული მიზნებისთვის, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული”, – დასძინა ალექსი პეტრიაშვილმა.

news
ავტ.: news მარტი 2, 2015 14:18

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


20,972
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics