“ღია ცის შეთანხმების” ქვეყნებს რუსეთი ე.წ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სადამკვირვებლო ფრენების უფლებას არ აძლევს

news
ავტ.: news ივნისი 12, 2015 11:50

“ღია ცის შეთანხმების” ქვეყნებს რუსეთი ე.წ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სადამკვირვებლო ფრენების უფლებას არ აძლევს

მნიშვნელოვანი

  • რუსეთმა არ წარმოადგინა ინფორმაცია საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში საკუთარი სამხედრო ძალების შესახებ, - ამის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ 2015 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიში შეიარაღების კონტროლის, გაუვრცელებლობისა და განიარაღების შესახებ შეთანხმების შესრულებას ეხება.

სხვა სტატიები

"ღია ცის შეთანხმების" ქვეყნებს რუსეთი ე.წ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სადამკვირვებლო ფრენების უფლებას არ აძლევსრუსეთმა არ წარმოადგინა ინფორმაცია საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში საკუთარი სამხედრო ძალების შესახებ, – ამის თაობაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ 2015 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიში შეიარაღების კონტროლის, გაუვრცელებლობისა და განიარაღების შესახებ შეთანხმების შესრულებას ეხება.
ამერიკული მხარის ცნობით, რუსეთი მსგავსი ქმედებებით “ვენის დოკუმენტის” პირობებს არღვევს.
“აშშ-ის შეფასებით, რუსეთი შერჩევით ახორციელებს ვენის დოკუმენტის ზოგიერთ პუნქტს. რუსული სამხედრო მოქმედებების შესახებ არასაკმარისი გამჭვირვალობა “ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების ზომების” რეჟიმის ეფექტურობას ზღუდავს”, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე ნახსენებია რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სამხედრო ქმედებები, რასაც მოსკოვი არ აღიარებს.
“ვენის დოკუმენტი” შეიარაღებული ძალების შესახებ ინფორმაციის გაცვლას ითვალისწინებს. რუსეთი აღნიშნულ დოკუმენტს 1990 წელს შეუერთდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბარია ასევე “ღია ცის შესახებ შეთანხმების” დარღვევაზეც. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთი შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს არ აძლევს უფლებას, სადამკვირვებლო ფრენები განახორციელონ ე.წ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე. “სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საერთაშორისო დონეზე აღიარებულია, როგორც საქართველოს შემადგენელი ნაწილები, რაც ნიშნავს, რომ შეთანხმება აღნიშნულ ტერიტორიებზეც ვრცელდება. ამგვარად ფრენები დაშვებულია. რუსეთი კი სადამკვირვებლო ფრენებს ამ ტერიტორიებზე ზღუდავს”, – წერია ანგარიშში.
“ღია ცის შესახებ შეთანხმებას” ხელი 2013 წელს 34-მა სახელმწიფომ მოაწერა, მათ შორის რუსეთმა და საქართველომ. აღნიშნული ხელშეკრულება ითვალისწინებს მონაწილე ქვეყნების ტერიტორიებზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელებას.

news
ავტ.: news ივნისი 12, 2015 11:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics