ღვთისმშობლის კვართის დადიანების მუზეუმიდან შესაძლო გატანაზე მსჯელობა მიმდინარეობს

news
ავტ.: news სექტემბერი 7, 2015 14:57

ღვთისმშობლის კვართის დადიანების მუზეუმიდან შესაძლო გატანაზე მსჯელობა მიმდინარეობს

მნიშვნელოვანი

  • სასულიერო პირებმა და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ზუგდიდში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის დადიანების ისტორიული მუზეუმიდან შესაძლო გატანაზე იმსჯელეს.

სხვა სტატიები

სასულიერო პირებმა და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ზუგდიდში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის დადიანების ისტორიული მუზეუმიდან შესაძლო გატანაზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა დღეს კულტურის სამინისტროს ბრძანება განიხილეს, რომლის მიხედვითაც, ხობისა და ფოთის ეპარქიას უფლება აქვს წმინდა სამოსელი 21 სექტემბერს, ღვთისმშობლის შობის დღეს ხობის ტაძარში დააბრძანოს. საუბარი შეეხო პაატა ბურჭულაძის იდეასაც, რომლის მიხედვითაც, კვართი ერთი დღით მახათას მთაზე მშენებარე ტაძარში დაბრძანდება. შეხვერის მონაწილეები არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული იდეების უკან სხვა მიზნებიც იყოს, მათ შორის სამოსელის სამუზეუმო ექსპონატად გადაქცევის მიზანიც. მათი განცხადებით, ზუგდიდელი ხალხი კვართის ქალაქიდან გატანას არ დაუშვებს. საკითხზე სამსჯელოდ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ქობულეთში პატრიარქთან შესახვედრად გაემართა.

news
ავტ.: news სექტემბერი 7, 2015 14:57

Google სტატისტიკა


6,406
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics