ღარიბაშვილი ყოველთვის სხვას აბრალებს მის წარუმატებლობას–ნინო გოგუაძე

ღარიბაშვილი ყოველთვის სხვას აბრალებს მის წარუმატებლობას–ნინო გოგუაძე

ყოველთვის სხვას აბრალებს მის წარუმატებლობას“პრემიერ-მინისტრს სჩვევია არაფერზე პასუხისმგებლობის აღება და ყოველთვის სხვას აბრალებს მის წარუმატებლობას,”- ასე გამოეხმაურა “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი, ნინო გოგუაძე, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

ნინო გოგუაძე ფიქრობს, რომ მინდია ჯანელიძე ირაკლი ღარიბაშვილი ფავორიტი მინისტრია და ის ვერ ეგუება კრიტიკას. მას მიაჩნია რომ ირაკლი ალასანია კარგი მინისტრი იყო.

დღეს მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა “ნაციონალები” და ალასანიას გუნდი თავდაცვის მინისტრის მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროში წლების განმავლობაში კეზერაშვილისა და ახალაიას კადრების შენახვა-დაწინაურება ხდებოდა და ამ მხრივ ცვლილებები მინდია ჯანელიძემ განახორციელა და ახლა სამინისტროს კრიტიკა მისთვის მიუღებელია.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიზუგდიდის გამგეობა უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს სახლს აუშენებს
შემდეგი სტატია“კონსულტაციებში ვმონაწილეობდი როგორც პოლიტსაბჭოს წევრი,” – მანანა კობახიძე კოლეგებს პასუხობს