ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს უნგრეთის რევოლუციის 59-ე წლისთავს ულოცავს

news
ავტ.: news ოქტომბერი 23, 2015 10:20

ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს უნგრეთის რევოლუციის 59-ე წლისთავს ულოცავს

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს უნგრეთის რევოლუციის 59-ე წლისთავს ულოცავს და უნგრელ ხალხს წარმატებასა და მშვიდობას უსურვებს.

სხვა სტატიები

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს უნგრეთის რევოლუციის 59-ე წლისთავს ულოცავს და უნგრელ ხალხს წარმატებასა და მშვიდობას უსურვებს.

“საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ და უნგრელ ხალხს 1956 წლის უნგრეთის რევოლუციის 59-ე წლისთავს, რომელმაც ცხადყო უნგრელი ხალხის ერთგულება თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო უნგრეთისა და საქართველოს მეგობრული ურთიერთობების მნიშვნელობა. ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი. გამოვთქვამთ იმედს, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება ჩვენივე ქვეყნების სასიკეთოდ. გისურვებთ თქვენ და მეგობარ უნგრელ ხალხს წარმატებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას,”- ნათქვამია მისალოც წერილში

news
ავტ.: news ოქტომბერი 23, 2015 10:20