ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში პრეზიდენტის სიმბოლურ გამოსვლებზე მთავრობის დასწრება საჭირო არ არის

news
ავტ.: news იანვარი 14, 2015 14:41

ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში პრეზიდენტის სიმბოლურ გამოსვლებზე მთავრობის დასწრება საჭირო არ არის

ახალი კონსტიტუციით, მთავრობა ვალდებული არ არის, პარლამენტში პრეზიდენტის წლიურ გამოსვლას დაესწროს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა -ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

“ეს არის სიმბოლური გამოსვლა პარლამენტში. მე არ ვთვლი საჭიროდ, ყოველ შემთხვევაში, რომ ასეთ გამოსვლებს უნდა დაესწროს მთავრობა, მინისტრები და პრემიერ-მინისტრი. ეს არის ჩემი პოზიცია, მაგრამ მე გთხოვთ, რომ ამას დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ, სუფთა სიმბოლური დატვირთვა აქვს ასეთ გამოსვლებს და მონაწილეობა-არმონაწილეობას”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური გამოსვლის საკითხზე კომენტარი გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ მთავრობის წევრები პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ ანგარიშზე დასასწრებად დროს გამონახავენ.
“მე იმედი მაქვს, რომ შარშანდელი შემთხვევა, როდესაც მთავრობამ ვერ მოახერხა დასწრებოდა პრეზიდენტის მოხსენებას, წელს აღარ განმეორდება, რადგან ამან არავითარი სიკეთე არ მოუტანა არც ჩვენ სახელმწიფოს და არც საერთაშორისო და შიდა იმიჯს. მე იმედი მაქვს, რომ მთავრობა მოახერხებს, გამონახავს დროს და ამ მოხსენებას დაესწრება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

შარშან საქართველოს პრეზიდენტის მიმართვას ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები არ დაესწრებიან.

პრეზიდენტის პარლამენტში მისვლა თებერვლისთვის არის დაგეგმილი.

news
ავტ.: news იანვარი 14, 2015 14:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,423
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics