ღარიბაშვილი და კოალიცია “ქართული ოცნება” “რ 2”-ზე თოფაძის განცხადებებს ემიჯნებიან

news
ავტ.: news ოქტომბერი 28, 2015 13:06

ღარიბაშვილი და კოალიცია “ქართული ოცნება” “რ 2”-ზე  თოფაძის განცხადებებს ემიჯნებიან

მნიშვნელოვანი

  • კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლის ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადებებს, რომელიც მან "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით გააკეთა ემიჯნება.

სხვა სტატიები

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ირაკლის ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და დეპუტატ გოგი თოფაძის განცხადებებს, რომელიც მან “რუსთავი 2″-თან დაკავშირებით გააკეთა ემიჯნება.

როგორც ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული, კოალიციისთვის უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლება და მიიჩნევენ, რომ „რუსთავი-2”-თან დაკავშირებით ობიექტური, მიუკერძოებელი განაჩენი დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს.

“ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით პარლამენტის წევრის – ბატონ გოგი თოფაძის პირად მოსაზრებებს ტელეკომპანია „რუსთავი 2″-თან“ დაკავშირებით. ასევე, ვემიჯნებით დეპუტატის პოზიციას სტალინთან დაკავშირებით. კოალიციას აქვს მტკიცე პოზიციები ასეთ ფუნდამენტურ თემებთან მიმართებით და ჩვენ ეს პოზიციები საჯაროდ გვაქვს გაცხადებული. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლება და მიგვაჩნია, რომ „რუსთავი-2-თან“ დაკავშირებით ობიექტური, მიუკერძოებელი განაჩენი დამოუკიდებელმა სასამართლომ უნდა გამოიტანოს. ჩვენ ვართ ევროპული ღირებულებების ერთგული პოლიტიკური კოალიცია, რომელსაც კარგად აქვს გააზრებული საბჭოთა წარსული. ჩვენ დარწმუნებული ვართ,რომ ევროპული და ევროატლანტიკური კურსი – ეს არის სწორი გზა და იგი პრინციპულად განსხვავდება იმ რეჟიმისგან, რომელშიც ათეულიწლების განმავლობაში მოგვიწია ცხოვრება. ჩვენ მივისწრაფვით დემოკრატიული განვითარებისკენ, ევროპული ოჯახისკენ”, – ნათქვამია კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

news
ავტ.: news ოქტომბერი 28, 2015 13:06