- 1991 წლის 31 მარტი
- შსს-მ რუსთავის სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული რესტორანში დააკავა
- შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- სკანდალური საპატრულო ეკიპაჟი 305 – გიორგი ბაბუნაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუს და ვიდეომასალის სრული ვერსია
- “არატრადიციული ორიენტაციის პატიმრები სირბილით ისწორებდნენ კოლგოტკებს და საყვედურობდნენ – მეტი აღარ შეგვიძლია, რეზინის ხომ არ ვართ!“
- უვარგისი პურს, რომელსაც პატიმრები არ ჭამენ, დაუგდებენ მტრედებს, მტრედები კვდებიან!!!
,,ღამის მგლები,, ევროპაში შეიპარნენ
მნიშვნელოვანი
- მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ ბაიკერების ამ ჯგუფს ვიზები ახსნა განმარტების გარეშე გაუუქმა და შესვლის უფლება არ მისცა... თუმცა გამოჩნდნენ გამონაკლისებიც... სლოვაკიის სახით.
სხვა სტატიები
- რატომ “აპრავებენ”გომელაური და გოგაშვილი კიტა იზორიას და რა ხდება ხელისუფლებაში-ინტერვიუ კახა მიქაიასთან
- თამარ ჩუგოშვილი – არის ბევრი რამ, რაზეც მადლობა უნდა გადავუხადოთ მამუკა ბახტაძეს, არის ბევრი ნაკლოვანებაც
- კორცხელში ზონდერ – სპორტსმენების მიერ ნაცემ არასრუწლოვან ლექსო ლაშხიას ოთხსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა
,,მიუხედავად ბევრი ევროპული ქვეყნის გადაწყვეტილებისა, რომ ,,ღამის მგლები,, არ შეუშვან თავიანთ ტერიტორიაზე, ჩვენებმა მაინც მოახერხეს ევროპაში შესვლა და ახლა ისინი ბრატისლავისკენ მიემართებიან,, აცხადებს მოტოკლუბ ,,ღამის მგლების,, ჟურნალ ,,ჟივოი ჟურნალში,, გაკეთებულ განცხადებაში, კლუბის ლიდერი ალექსანდრ ზალდასტანოვი იგივე ,,ქირურგი,,.
მიუხედავად იმისა, რომ ზალდასტანოვს არ დაუსახელებია, სად, ვინ და როგორ გადაკვეთა ,,ღამის მგლებიდან,, ევროპული ქვეყნის საზღვარი, მიმომხილველები ვარაუდობენ, რომ პროპუტინულ ბაიკერთა ჯგუფი ბალკანეთსი არა სახმელეთო გზით, არამედ საჰაერო გზით გადაისროლეს… თავად ზალდასტანოვი კი ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მისი კლუბის წევრები ბალკანეთის რამდენიმე ქალაქში ჩასვლას და ფაშიზმთან ბრძოლის ვეტერანებტან შეხვედრას გეგმავენ…
აღსანიშნავია, რომ ,,ღამის მგლების,, მიერ დაგეგმილ მოტოგარბენი მოსკოვი-ბერლინი, რომელიც ფაშისტური გერმანიის დამარცხების 70 წლისთავს მიეძღვნა, 25 აპრილიდან რუსეთი, ბელორუსი, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, ავსტრიის გავლით 9 მაისს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ჩასვლას ისახავდა მიზნად, მაგრამ პოლონეთიდან დაწყებული და გერმანიით დამთავრებული… მრავალმა ევროპულმა ქვეყანამ ბაიკერების ამ ჯგუფს ვიზები ახსნა განმარტების გარეშე გაუუქმა და შესვლის უფლება არ მისცა… თუმცა გამოჩნდნენ გამონაკლისებიც… სლოვაკიის სახით.