,,ღამის მგლები,, გერმანიაში დააკავეს

ევროპის ქვეყნების მიერ პროპუტინული ბაიკერთა კლუბის ,,ღამის მგლების,, საზღვარზე არ შეშვებას და მათი წარმომადგენლებისთვის ვიზების გაუქმებას, რაც ფაშიზმთან გამარჯების 70 წლისთავის აღსანიშნავად ,,მოსკოვი-ბერლინი,, მოტოგარბენის ევროპული ქვეყნებისათვის მიუღებლობით აიხსნება, რუსეთმა პროვოკაციით უპასუხა…

რუსებმა ავსტრიაში ,,ღამის მგლების,, აქამდე უცნობი წევრები (შესაძლებელია არც არიან ამ კლუბის წევრები) საჰაერო გზით გადასხა, სადაც მათ  მოტოციკლეტები სეიზინეს… რუსმა მოტოციკლისტებმა, რომელთაც რასაკვირველია გააჩნიათ შენგენის ტურისტული ვიზები, სახმელეთო გზით გადაკვეთეს ავსტრია-გერმანიის საზღვარი, სადაც მათ რუსული ტელეკომპანია ,,ლაიფ ნიუსის,, ჟურნალისტების ჯგუფი და გერმანიაში რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები ელოდნენ, რომლებიც კამერების ტანხლებით ბაიკერთა ჯგუფს მიყვნენ უკან… რუსულმა ტელეკომპანიამ კი რუსულ მედიაში რეპორტაჟების მიწოდება დაიწყო ე.წ. ,,ღამის მგლების,, ტრიუმფალურ შესვლაზე გერმანიაში… თუმცა, მაშინ როცა ბაიკერებს მიუნხენამდე 50 კილომეტრი აშორებდათ, გერმანულმა პოლიციამ ,,ღამის მგლების,, სახელით შეპარულ რუს მოტოციკლისტებს პოლიციის მანქანებით გზა გადაუკეტა და საბუთების შემოწმების საბაბით, ისინი ახლა გერმანიის პოლიციის განყოფილებაში არკვევენ საქმეს… პარალელურად კი რუსული ტელეარხი და რუსეთის საელჩოს წარმომადგენლები… პირდაპირ ეთერში გერმანული პოლიციის უაპელაციო და უკანონო ქმედებებზე ,,ვიშვიშებენ,,

გერმანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, კიდევ ერთ დაკავებულ ქალბატონზე, რომელიც გერმანიაში საჰაერო გზით ჩავიდა, იყიდა მოტოციკლი და ,,ღამის მგლად,, მონათლული რუსული დროშით ბერლინისაკენ ,,დააწვა,, გზას… თუმცა ფაშიზმთან მებრძოლი გმირების მემორიალამდე ვერ მიაღწია და ყვავილებით ხელში დააკავეს.

ვირუსის ბლოკატორები