ქურდების სომხური “სხოდკა”

news
: news იანვარი 8, 2015 15:39

ქურდების სომხური “სხოდკა”

მნიშვნელოვანი

  • როგორც , რუსული გამოცემა "პრაიმ კრაიმი" იტყობინება, ამ დღეებში, სომხეთში, კოტაიკის ოლქში, ქურდების გაფართოებული შეხვედრა ე.წ. ,,სხოდკა,,

სხვა სტატიები

როგორც , რუსული გამოცემა “პრაიმ კრაიმი”  იტყობინება, ამ დღეებში, სომხეთში, კოტაიკის ოლქში, ქურდების გაფართოებული შეხვედრა ე.წ. ,,სხოდკა,, მოეწყო, რომელმაც გამოცემის აზრით, უფრო მეტი კითხვები დაბადა ვიდრე პასუხები გასცა ქურდული სამყაროს წინაშე მდგარ პრობლემებს და ეს პირველი მცდელობა შაქროსი (იგულისხმება კალაშოვი) , რომ შეერიგებინა ერთმანეთს გადამტერებული ,,თანამოძმეები,, ჩაფლავდა. ამ შეხვედრაზე არ მოგვარებულა არცერთი მნიშვნელოვანი საკითხი და ამის მთავარი მიზეზი, დაპირისპირებული დაჯგუფებებიდან წონადი ქურდების, ამა თუ იმ მიზეზით, არ ჩასვლა გახლდათ.
სომხეთში, ცნობილი ,,თურქი მეგრელების,, დაჯგუფებიდან, რომლებიც ,,დედოვსკი კლანის,, ძირთად პოლიტიკას განსაზღვრავენ ამ ბოლო წლებში, მხოლოდ გია ელერჯია ჩავიდა. იქ არ ჩასულა ამ დაჯგუფების ლიდერი მერაბ მზარელუა და მისი მარჯვენა ხელი როლანდ შლიაპა და არც სხვა წონადი ფიგურები ამ დაჯგუფებიდან. ,,სხოდკას,, არ დასწრებიან ქურდული სამყაროს ცნობილი წარმომადგენლები. მოსკოველი თბილისელებიდან, რობინზონა, პაატა მალენკი და გია დლინნი
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ყველაზე საპატიო მიზეზი შეხვედრაზე არდასწრების, ჰქონდა მთავარ სლავს ქურდული სამყაროსი, პიჩუგას, რომლის უმცროსმა ძმამაც 5 იანვარს გადაჭრილი თოფით თავი მოიკლა. თუმცა მისი დაჯგუფებიდან საღამოს საათებში ვასია ვოსკრესი, მაინც ჩავიდა ,,სხოდკაზე,, რომელიც 6 იანვარს საღამოს დამთავრდა და ყველაზე ბოლოს სომხეთი გაწბილებულმა შაქრომ, შიშკანმა და მირიჩმა დატოვეს.
ყველაზე საყურადღებო და თემა რაც ამ შეხვედრაზე იქნა განხილული, 2008 წლის მერე მონათლული ქურდების საკითხი გახლდათ, რომელთა შორის წონადი ავტორიტეტებიც არიან, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ქურდულ სამყაროში დიდი დაპირისპირება გამო გარკვეული მორატორიუმი იყო გამოცხადებული, დაპირისპირებული ჯგუფები ამ პერიოდიდან მონათლული 100-მდე ქურდიდან, ბევრის ავტორიტეტს არ აღიარებენ! შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ზემოთ აღნიშნულ ქურდებს, მოსკოვში მოუწევთ ჩასვლა და ძველ ქურდებთან ,,ატესტაციის,, გავლა. დაპირისპირების გაღრმავების ასაცილებლად, დაპირისპირებული დაჯუფებების ძველი ქურდები, ამ ,,ატესტაციაზე,, არავის ჩაჭრას არ აპირებენ, აცხადებს გამოცემა.
გამოცემა ყურადღებას ამახვილებს, ამ შეხვედრაზე დათო კუვალდასა და გურამ კვეჟოს შორის მომხდარ ჩხუბზე, რომლის დროსაც, მიყენებული სიტყვიერი შეურაცყოფის გამო, დათომ თავისი კუნთების ძალა აჩვენე გურამს. თუმცა წონაში დიდი განსხვავების გამო, დამსწრე ქურდებმა დროზე აღკვეთეს ეს დაპირისპირება!
ერთადერთი დადებითი შედეგი, რაც ამ შეხვედრამ მიიღო ქურდული სამყაროსთვის, გახლდათ ის, რომ დაპირისპირებული მხარეები აცხადებენ მზაობას, მომავალშიც გაგრძელდეს შერიგებისა და გაერთიანების პოლიტიკა… წერს რუსული გამოცემა.

news
: news იანვარი 8, 2015 15:39

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics