ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლი არის არაკომფორტული შენობა–ნოდარ ხადური

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 25, 2015 18:13

ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლი არის არაკომფორტული შენობა–ნოდარ ხადური

10685405_1376487832661225_6276923298277785468_n-700x352მე ვმუშაობდი ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლში, ეს არის მოუხერხებელი შენობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას ნოდარ ხადურმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, მისთვის უცნობია როგორ გადაწყდება ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლის ბედი.
“მე არ ვიცი რა იქნება მთავრობის სახლში, რადგან ის საკმაოდ ძვირი დაუჯდა წინა ხელისუფლებას და არა მგონია, რომელიმე ბიზნესმენმა იყიდოს ის. ეს არის არაკომფორტული შენობა, მე იქ ვმუშაობდი. ქუთაისს აქვს პარლამენტის შენობა და მთავრობის სახლი, ამ დროს კი ქალაქში წყალი არ არის. ჯერჯერობით არ ვიცი როგორ გადაწყდება ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობისა და მთავრობის სახლის ბედი, მაგრამ გარკვეულ პარლამენტარებს ამასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გააჩნიათ”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.
დღესვე ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა. “ქუთაისში მდებარე მთავრობის სახლთან დაკავშირებით არანაირი პოზიცია არ მაქვს, ალბათ, ეს შენობა უნდა გაიყიდოს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 25, 2015 18:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics