ქუთაისში, კაკაბაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა ნარკორეალიზატორი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ტატო კუჭავამ განაცხადა, სახლის ჩხრეკის დროს ამოღებულია ნარკოტიკული ნივთიერება.
აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, კაკაბაძის ქუჩაზე, ოჯახში, სამართალდამცავები ჩხრეკას აწარმოებდნენ.
წყარო:KutaisiToday