საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ქრთამის აღების ფაქტზე, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობისა და მოსაკრებლების განყოფილების უფროსი, ნუგზარ ციბაძე დააკავა.
როგორც “თაიმერდს” უწყებიდან აცნობეს, გამოძიებით დადგენილა, რომ ბრალდებულმა, ხონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, შესაბამისი სახელმწიფო ნებართვის გაცემისა და სხვა კანონით დადგენილი პროცედურების გვერდის ავლით, სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებზე თანხმობის მიცემისა და შემდგომში მფარველობის სანაცვლოდ, მოქალაქისგან ქრთამის სახით, 800 ლარი აიღო.
დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 338 -ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით.


















