ქოცნაცური წინასაარჩევნო “ზახოდი” – მომეცი “სივი” მოგცემ სკამს!

newsnews
ავტ.: newsnews ივლისი 8, 2015 14:29

ქოცნაცური წინასაარჩევნო “ზახოდი” – მომეცი “სივი” მოგცემ სკამს!

ქოცნაცური წინასაარჩევნო "ზახოდი" - მომეცი "სივი" მოგცემ სკამს!წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმარველობის თანამშრომელი ცენტრალური ხელისუფლების ტერიტორიულ სამსახურებში (სოციალური მომსახურების და იუსტიციის სამსახურები) დასაქმებულთა სივებს ითხოვს–ამის შესახებ “თაიმერს” წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

შეკითხვაზე, რატომ არიან აღნიშნული სამსახურები ვალდებული თვითმმართველობის სამსახურის თანამშრომელს მსგავსი ტიპის ინფორმაცია მიაწოდონ,მუნიციპალიტეტის თანამშრომელი პასუხობს, რომ მონაცემებს პარტია “ქართული ოცნება” ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია, რომელსაც მუნიციპალიტეტის თანამშრომელი სოციალური მომსახურების და იუსტიციის სამსახურებს თხოულობს, საჯაროა და შესაბამისი სამინისტროების ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებებში ინახება.

გაურკვევლია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას რატომ სჭირდება დასაქმებულთა შესახებ მონაცემების ამ სახით შეგროვება ან ზოგადად, მსგავსი ინფორმაციის ქონა. გაურკვეველია რატომ მანიპულირებენ მმართველი პარტიის სახელით და რას ემსახურება თავის დროზე ნაციონალური მოძრაობის მიერ აპრობირებული მეთოდებით მოქმედებები.

ქოცნაცური წინასაარჩევნო "ზახოდი" - მომეცი "სივი" მოგცემ სკამს!

აღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის ,,თაიმერი“ წალენჯიხის გამგებელს გოგა გულორდავას დაუკავშირდა. გულორდავა აღნიშნულ ინფორმაციას და ე.წ. სივების შეგროვებასთან გამგეობის კავშირს კატეგორიულად უარყოფს.
,,არანაირი მსგავსი დავალება გაცემული არაა. ეს არაკონიერი ქმედებაა. პირველად მესმის თქვენგან. მსგავსი დავალება არც გამგეობას გაუცია და არც პარტია ,,ქართულ ოცნებას“ პირად კონტროლზე ავიყან თქვენ მიერ მოცემულ ინფორმაციას” – აცხადებს წალენჯიხის გამგებელი.

აღნიშნულ თემაზე  “თაიმერი” განაგრძობს მუშაობას.

newsnews
ავტ.: newsnews ივლისი 8, 2015 14:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,562
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics