ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურებს შიდა აუდიტის სამსახური შეამოწმებს

news
: news თებერვალი 18, 2015 12:11 განახლებულია

ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურებს შიდა აუდიტის სამსახური შეამოწმებს

მნიშვნელოვანი

  • თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ შიდა აუდიტის სამსახურს თბილისის მერიის სამი სამსახურის შესწავლა დაავალა. როგორც ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უნდა შემოწმდეს ქონების მართვის სააგენტო,

სხვა სტატიები

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ შიდა აუდიტის სამსახურს თბილისის მერიის სამი სამსახურის შესწავლა დაავალა. როგორც ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უნდა შემოწმდეს ქონების მართვის სააგენტო, არქიტექტურის სამსახური და ზედამხედველობის სამსახური. ნარმანიას თქმით, ამ სამი სამსახურის შემოწმების შემდეგ, პერიოდულად შემოწმდება სხვა სამსახურებიც. “შიდა აუდიტის სამსახური უშუალოდ მექვემდებარება მე და ამ სამსახურს ვავალებ დავიწყოთ სამი სამსახურის საქმიანობის შემოწმება. შემოწმდება დოკუმენტბრუნვა და დავალებების შესრულების ოპერატიულობა. სამი სამსახური, რომელიც პირველ რიგში უნდა შემოწმდეს, არის ქონების მართვის სააგენტო, არქიტექტურის სამსახური და ზედამხედველობის სამსახური”, – განაცხადა ნარმანიამ. მისივე თქმით, შემოწმება მოხდება დადგენილი წესებით და განსაზღვრულ ვადაში ჩაიბარებს შესაბამის ანგარიშს.

news
: news თებერვალი 18, 2015 12:11 განახლებულია

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,453
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics