“ქირურთა ერთმა ნაწილმა უკვე მომილოცა ნიკუშას გადარჩენა” – ნატროშვილის დედის მორიგი განცხადება

news
ავტ.: news აგვისტო 14, 2015 10:57

“ქირურთა ერთმა ნაწილმა უკვე მომილოცა ნიკუშას გადარჩენა” – ნატროშვილის დედის მორიგი განცხადება

ნიკუშა ნატროშვილის დედა შვილის ჯანმრთელობის შესახებ მორიგ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ნატროშვილს, რომელიც აშშ-ში იმყოფება სამკურნალოდ, ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა.

„ჯერ კიდევ საოპერაციოშია, მაგრამ ოპერაციიდან გამოსულმა, ქირურთა ერთმა ნაწილმა უკვე მომილოცა….. მომილოცა წარმატებული ოპერაცია და რაც მთავარია ნიკუშას გადარჩენა!!!! იმედია, არაფერი გაურთულდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უკეთეობისკენ წავა!!! არ მჯერა, რომ 13 თვიანი ჯოჯოხეთის გავლის შემდეგ, ეს ნანატრი დღე დადგა !!! ჩემო ძვირფასო ნაცნობო თუ უცნობო მეგობრებო, რომ არა თქვენი ასეთი ერთობა, ასეთი კეთილმოსურნეობა, თანადგომა, ჩემი უზომო ტკივილს გულთან ახლოს მიტანა და ამდენი ლოცვა-ვედრება, მე ამას ნამდვილად ვერ შევძლებდი და დღეს, მეც იმ გაუბედურებული დედების რიცხვში ვიქნებოდი, რომლებიც სამწუხაროდ ასე მრავლად გვყავს.. თითოეული თქვენგანის დამსახურებაა, ჩემი ნიკუშას გადარჩენა და მე სიტყვები არ მყოფნის იმ უზომო მადლიერების გადმოსაცემად, რომელიც თქვენდამი გამაჩნია!!! უღრმესი მადლობა ყველას !!! ღმერთმა დაგლოცოთ და შემწეობა არ მოგაკლოთ!!!!!“, – წერს ბოჭორიშვილი.

news
ავტ.: news აგვისტო 14, 2015 10:57

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics