ქვეყანაში უნდა დამთავრდეს კულუარებიდან არაფორმალური მართვა–ირაკლი ალასანია

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 20, 2015 23:08

ქვეყანაში უნდა დამთავრდეს კულუარებიდან არაფორმალური მართვა–ირაკლი ალასანია

ქვეყანაში უნდა დამთავრდეს კულუარებიდან არაფორმალური მართვა–ირაკლი ალასანიათავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია რთული ეკონომიკური ვითარებიდან გამოსავალს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხედავს, თუ პროცესში ბიძინა ივანიშვილი არ ჩაერევა, – ამის შესახებ ალასანიამ “ტელეიმედის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.
მან ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ურჩია, “გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლობა” მოითხოვოს. “უიმედო მდგომარეობა მართლაც არ არსებობს. დარწმუნებული ვარ, თუ გონივრულად, კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად დაიგეგმება ანტიკრიზისული ნაბიჯები, შედეგი შეიძლება დაიდოს. რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, ეს ვითარება თუნდაც იმის გამო გაგრძელდება, რომ სისტემური პრობლემაა გადაწყვეტილების მიღებაში. ქვეყანაში უნდა დამთავრდეს კულუარებიდან არაფორმალური მართვა. თუ ვიცე პრემიერს აძლევენ უფლებას, რომ მართოს ეკონომიკა, უნდა მისცენ აბსოლუტური დამოუკიდებლობა გადაწყვეტილებებში და ამ პროცესებში არ უნდა ჩაერიოს ბიძინა ივანიშვილი. ეს არის სურვილი, ეს არის ჩვენი, როგორც პოლიტიკური ძალის მოთხოვნა. მე მგონი მინისტრებიც, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან დადიან შეხვედრაზე, თავადაც დარწმუნდნენ, რომ ეკონომიკური კუთხით მაინც მისი რჩევები აბსოლუტურად არ ამართლებს. აქედან გამომდინარე, მე ვთხოვდი ვიცე-პრემიერს, ძალიან სერიოზულად მოითხოვოს დამოუკიდებლობა გადაწყვეტილებებში”, – აღნიშნა ალასანიამ.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი თებერვალი 20, 2015 23:08

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,971
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics