ქეთევან ციხელაშვილი USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

news
ავტ.: news თებერვალი 26, 2015 21:08 განახლებულია

ქეთევან ციხელაშვილი USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა

მნიშვნელოვანი

  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა.

სხვა სტატიები

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებმა სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით მათ მიერ განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების შესახებ ისაუბრეს. მათ ასევე მოისმინეს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ხედვა აღნიშნულ სფეროში არსებული გამოწვევების, პრიორიტეტული მიმართულებებისა და სასურველი საპროექტო იდეების თაობაზე.
“ქეთევან ციხელაშვილმა USAID-ის ევროპული და ევრაზიული ბიუროს წარმომადგენელს, სიუზან ფრიცს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროგრამები გააცნო, ხოლო განსაკუთრებული აქცენტი მედიის, განათლებისა და სახელმწიფო ენის სწავლების მნიშვნელობაზე გააკეთა. სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა USAID-ის წარმომადგენლებს სამოქალაქო ინტეგრაციის ახალი ეროვნული კონცეფციისა და სამოქმედო გეგის შემუშავების პროცესის მხარდაჭერისათვის. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც გაგრძელდება თანამშრომლობა, სამოქალაქო ინტეგრაციის სფეროში არსებული გამოწვევების საპასუხოდ კონკრეტული პროექტების განხორციელების კუთხით”, – ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, შეხვედრის მსვლელობისას საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, კონფლიქტის მოგვარების სფეროში მიმდინარე პროექტებს, მათ შორის, ჯანდაცვის, ახალგაზრდების, აფხაზური ენის დაცვის და სხვა მიმართულებებით.

news
ავტ.: news თებერვალი 26, 2015 21:08 განახლებულია