ქარის შედეგად მოგლეჯილი ასწლოვანი ნაძვები თამარისის ცენტრში საცხოვრებელ სახლებს დაეცა

news
ავტ.: news ივნისი 21, 2015 10:56 განახლებულია

ქარის შედეგად მოგლეჯილი ასწლოვანი ნაძვები თამარისის ცენტრში საცხოვრებელ სახლებს დაეცა

მნიშვნელოვანი

  • წუხანდელი სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის მოსახლეობა დაზარალდა. ძლიერმა ქარმა თამარისში ხეები დაგლიჯა, წვიმამ და სეტყვამ კი ნათესები, ხეხილი და ვაზი გაანადგურა.

სხვა სტატიები

წუხანდელი სტიქიის შედეგად ყველაზე მეტად მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარისის მოსახლეობა დაზარალდა. ძლიერმა ქარმა თამარისში ხეები დაგლიჯა, წვიმამ და სეტყვამ კი ნათესები, ხეხილი და ვაზი გაანადგურა.
ქარის შედეგად მოგლეჯილი ასწლოვანი ნაძვები სოფლის ცენტრალურ ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებს დაეცა და სახურავები დააზიანა. ძლიერმა ქარმა სახურავი ათამდე სახლს გადახადა, მოგლეჯილი ნაძვების დაცემის შედეგად დაზიანებული და ჩანგრეულია ათამდე საცხოვრებელი სახლის სახურავი. სოფელს ამ დრომდე არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. მოგლეჯილმა ნაძვებმა გაზსადენი და ელექტროსადენებიც დააზიანა.
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შესწავლას მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალური კომისია უკვე შეუდგა. დილიდან მიმდინარეობს თამარისის ცენტრალური ქუჩის ქარის შედეგად მოგლეჯილი ხეებისგან გაწმენდა.
როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ თოფჩიშვილმა განაცხადა, სტიქიისგან მიყენებული ზარალი საკმაოდ დიდია, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და გამგეობის შესაბამისი სამსახურები.

news
ავტ.: news ივნისი 21, 2015 10:56 განახლებულია