“ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს”‘რამდენიმე რეგიონულ ორგანიზაციაში ახალი თავმჯდომარე ეყოლება

news
ავტ.: news აგვისტო 3, 2015 19:56

“ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს”‘რამდენიმე რეგიონულ ორგანიზაციაში ახალი თავმჯდომარე ეყოლება

პარტია'”ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს”‘რამდენიმე რეგიონულ ორგანიზაციაში ახალი თავმჯდომარე ეყოლება. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მმართველი გუნდის წევრმა, ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, გადაწყვეტილია, რომ რეგიონულ ორგანიზაციებში აღმასრულებელი მდივანი დაინიშნება. “სექტემბერში დაგეგმილი რეგიონული კონფერენციების ძირითადი დანიშნულება იქნება ადგილობრივი ორგანიზაციების მუშაობის გააქტიურებისთვის სერიოზული იმპულსების მიცემა. მთელ რიგ ორგანიზაციებში დაინიშნება აღმასრულებელი მდივნები, რამდენიმე შემთხვევაში კი პარტიას ექნება რეკომენდაცია ადგილობრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელების გამოცვლის თაობაზე. ვფიქრობ, სექტემბერში, ოქტომბრის პირველ ნახევარში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩავატარებთ ყველგან კონფერენციებს, რაც ძალიან დიდი სტიმული იქნება პარტიისთვისაც და ზოგადად როგორც პარტიული, ისე ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის”, – აღნიშნა კვაჭანტირაძემ.
მისივე განმარტებით, აღმასრულებელი მდივანი, რა თანმდებობასაც რეგიონულ ორგანიზაციებში შემოიღებენ, ყოველდღიური სამუშაოს წარმმართველი ძირითადი ძალა’იქნება.

news
ავტ.: news აგვისტო 3, 2015 19:56

Google სტატისტიკა


14,306
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics