ქართულმა ოცნებამ საკუთარ იდეებს უღალატა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 18, 2015 02:55

ქართულმა ოცნებამ საკუთარ იდეებს უღალატა

მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში "რეფორმების საერთაშორისო საბჭოს" თავმჯდომარედ დანიშვნა ხელისუფლების უნიათობის შედეგიაNDI-ის კვლევის შედეგებს თავისუფალი დემოკრატები ნდობას უცხადებენ.

ამის შესახებ რუსთავი2-თან ზურაბ აბაშიძემ ისაუბრა და თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ საკუთარ იდეებს უღალატა და NDI-ის კვლევაში ამის შედეგი აისახა.

„ამ კვლევამ აჩვენა, რომ ეს პოლიტიკური ძალა საერთოდ აღარ არსებობს. ხელისუფლებას, რომელსაც ასეთი დაბალი რეიტინგი აქვს, შეიძლება ითქვას, რომ ეს ხელისუფლება აღარ არსებობს. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებაში გაჩნდა ნოსტალგია და ნაციონალური მოძრაობის მმართველობა მოენატრა,“ – აცხადებს ზურაბ აბაშიძე.

თავისუფალი დემოკრატები, NDI-ის კვლევის შედეგებით ნაჩვენებ იმ ამომრჩეველზე აპირებენ მუშაობას, რომელსაც ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არა აქვს და აბაშიძე ამბობს, რომ “ალასანიას გუნდი მოსახლეობას რეალურ დაპირებებს მისცემს”.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 18, 2015 02:55

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics