ქართული ოცნებისთვის თანხის ჩარიცხვის შემდეგ 14 ადამიანი მაღალ თანამდებობებზე დაინიშნა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 9, 2015 18:16

ქართული ოცნებისთვის თანხის ჩარიცხვის შემდეგ 14 ადამიანი მაღალ თანამდებობებზე დაინიშნა

„ოცნებაში“ ახალი განხეთქილება მზადდება?!არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლის თაობა” ქართულ ოცნებასა და პარტიის 14 მხარდამჭერს შორის არსებულ კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს. ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით ქართული ოცნებისთვის თანხის ჩარიცხვის შემდეგ 14 ადამიანი მაღალ თანამდებობებზე დაინიშნა. ამ დოკუმენტაციას აუდიტის სამსახური აქვეყნებს.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლის თაობის” წარმომადგენელი თორნიკე ბიკაშვილი აცხადებს, ამ პირების მხრიდან თანხის ჩარიცხვა და მათი თანამდებობებზე დანიშვნა ერთსა და იმავე პერიოდში მოხდა, რაც სწორედ გარიგებაზე კორუფციულ მიანიშნებს.

„ჩვენს მიერ შესწავლილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ მერიასა და გამგეობაში თანამშრომლები არა პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის მიხედვით, არამედ პარტიული ინტერესებითა და გარკვეული თანხის გადახდის ხარჯზე ინიშნებიან. აღნიშნული შემოწირულობები ხდება 2013-2014 წლებში, ანუ თვითმმართველობის არჩევნების წინ, შესაბამისად მათ ეს თანამდებობები მიიღეს როგორც ჩანს გარკვეული თანხის გადახდის საფუძველზე,“ – ამბობს თორნიკე ბიკაშვილი.

პირები, რომლებმაც პარტიისთვის შემოწირულობები გაიღეს კვლევის შედეგებს არ ეთანხმებიან. მაგალითად ნაძალადევისა და ისნის რაიონის გამგებლის მოადგილეები – ნიკოლოზ კანდელაკი და თეიმურაზ ჩოჩუა კურიერთან საუბრისას აღნიშნავენ, რომ ისინი იყვნენ ქართული ოცნების მხარდამჭერები და მათი მხრიდან მსგავსი შემოწირულობების გაკეთება კეთილი ნების გამოხატვა იყო. შემოწირულობებსა და მათ შემდგომ თანამდებობებზე დანიშვნას შორის კი ისინი კავშირს ვერ ხედავენ.

ამავე რაიონიების გამგებლებიც აცხადებენ, რომ მათ კადრები არსებული გამოცდილებით ჰყავთ შერჩეული და არასამათავრობო ორგანიზაციის მიერ დადებული კვლევისგან განსხვავებით რაიმე სახის კავშირს გამორიცხავენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ოქტომბერი 9, 2015 18:16